ახალი ამბები
,,მედდიაგნოსტიკაში ტესტირება ფასიანი არ უნდა იყოს'' - გორის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის განმარტება
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მარი გიუნაშვილი აცხადებს, რომ გორის ,,მედდიაგნოსტიკის'' ლაბორატორიაში სრაფი და პსრ ტესტის გაკეთება ფასიანი არ უნდა იყოს.

ამის შესახებ მან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, იგი მივა ლაბორატორიაში და სიტუაციას ადგილზე გაარკვევს.

ჩვენს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც მოქალაქემ გადაიღო, ჩანს, რომ ლაბორატორიაში მისულ მოქალაქეს სწრაფ და პსრ ტესტებზე თანხა მოსთხოვეს:

"სწრაფი ტესტის გაკეთება მოქალაქეს უფასოდ შეუძლია ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც აქამდე იღებდა მომსახურებას. მათ შორის მედდიაგნოსტიკაში. 3-4 დღე სახელმწიფოს მხრიდან იყო გარკვეული შეფერხება. შეფერხდა ტესტების შემიტანა, მაგრამ ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურებას ეწეოდა, ინფორმირებული იყო, რომ ეს ტესტირება კვლავ ყოფილიყო უფასო, სახელმწიფოს მხრიდან ამ თანხის ანაზღაურება მოხდებოდა" - გვითხრა მარი გიუნაშვილმა.

რატომ გადაწყვიტა მედდიაგნოსტიკამ მოქალაქეებისგან თანხის გადახდა, ამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი შეისწავლის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები