ახალი ამბები
კონსტანტინე ანანიაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი (ბიოგრაფია) [R]
კონსტანტინე ანანიაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი.

პარტია ,,საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი.

კონსტანტინე ანანიაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისათვის.

განათლება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი.

მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე.

07/2016-08/2018 საქართველოს შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი/დეპარტამენტის დირექტორი.

08/2018-02/2021 საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტი/დეპარტამენტის დირექტორი.

02/2021-03/2021 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია/რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები