ახალი ამბები
გორში ირაკლი ღარიბაშვილი მერობის კანდიდატს წარადგენს - ტერიტორიას ,,კეთილმოწყობის სააგენტოს'' თანამშრომლები ასუფთავებენ
დღეს, გორში, ,,ქართული ოცნება'' მერობის კანდიდატს ლადო ხინჩეგაშვილს წარადგენს.

ამ მიზნით, გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები  გამოჩდნენ.

მათი თქმით, გორის ციხის ტერიტორიას ყოველდღიურად ასუფთავებენ, თუმცა კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც კანდიდატი უნდა წარადგინონ, არ იციან, ბოლოს როდის იყვნენ.

,,აქ თუ პარტიული ღონისძიებაა არ ვიცით, ამ ტერიტორიას ყოველდღე ვასუფთავებთ'' - გვითხრეს კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა.

მთავრობის მეთაური დღევანდელ დღეს შიდა ქართლში გაატარებს. დღესვე  რეგიონის სხვა ქალაქების მერობის კანდიდატების წარდგენა მოხდება.

14 სექტემბერს „ქართული ოცნება“ კასპის, ხაშურის, ქარელისა და გორის მერობის კანდიდატებს წარადგენს

11:00-საათზე, „ქართული ოცნება“ კასპის მერობის კანდიდატს ვახტანგ მაისურაძეს წარადგენს

მის: ლამისყანა, ორბელიანის სახლ-მუზეუმი

13:30-საათზე, ხაშურის მერობის კანდიდატის თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენა გაიმართება

მის: კურორტი მწერლები

14:55 საათზე, ქარელის მერობის კანდიდატის ზაზა გულიაშვილის წარდგენა გაიმართება

მის: წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ეზო

17:00 საათზე, მმართველი გუნდი გორის მერობის კანდიდატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს წარადგენს

მის: გორის ცენტრი

Print

სტატიის გამოყენების პირობები