ახალი ამბები
რუსმა სამხედროებმა კირბალელი მწყემსი რამდენიმე საათიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
რუსმა სამხედროებმა კირბალელი მწყემსი, ზურაბ დოთიაშვილი რამდენიმე საათიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

60 წლის ასაკის მამაკაცის დაკავების შესახებ მედიას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ აცნობა.

დღის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ზურაბ დოთიაშვილი გაათავისუფლეს და დაკითხვაზე, გორში, პოლიციის შენობაში წაიყვანეს.

კირბალელების თქმით, ზურაბ დოთიაშვილი, თანასოფლელთან ერთად, საძოვარზე საქონელს მწყემსავდა. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მხოლოდ მისი დაკავება შეძლეს.

,,ძალა ერთობაშიას'' ლიდერმა, დავით ქაცარავამ დრონით გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ პატრულირებენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები