ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილმა გორის სოფლებში წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატი ვლადიმერ (ლადო) ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ( და სკრის კომპაქტურ ჩასახლებაში იმყოფებოდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: იოსებ მუმლაძე (სათემო, ძევერა, შერთული, ქიწნისი) და მანუჩარ ლაფაჩი (სკრის დევნილთა ჩასახლება) დაესწრნენ.

„დღეს გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფლის (სათემო, ძევერა, შერთული, ქიწნისი) და სკრის კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შევხვდი. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები დავასრულე, თუმცა ჩემს კამპანიას სხვადასხვა მიმართულებით კვლავ აქტიურად ვაგრძელებ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში ვიყავი და ადგილზე გავეცანი იმ პრობლემებსა და საჭიროებებს , რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. როგორც სოფლების , ასევე თითოეული მოქალაქის პრობლემა მონიშნული მაქვს , შესაბამისად ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში , ზუსტად ვიცი თუ რა იქნება ის პრიორიტეტული საკითხები , რაზეც უპირველესად დავიწყებ მუშაობას. არჩევნებამდე კიდევ უფრო ცოტა დრო რჩება და მჯერა, რომ ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა კიდევ ერთხელ , ამჯერად პოლიტიკურ ასპარეზზე ნდობას გამომითქვამს და ყველა ერთად 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ ღირსეულ გამარჯვებას . „ - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა
Print

სტატიის გამოყენების პირობები