ახალი ამბები
წინასაარჩევნო შეხვედრა ბრეთის მეურნეობაში
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში აცხადებენ, რომ სოფელი, ამჟამინდელი მერის პირობებში, ქალაქს დაემსგავსა.

ამის შესახებ გუშინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც სოფლის ადმინისტაციული შენობის წინ, გაიმართა.

შეხვედრას მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი უძღვებოდა. ის ქარელის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად მესამედ იყრის კენჭს.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პედაგოგები, საბავშვო ბაღის წარმომადგენლები, ადგილობრივი მხარდამჭერები.

სკოლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2020 წელს მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. სკოლაში, ქარელის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, საპირფარეშო გაკეთდა.

ზაზა გულიაშვილმა მხარდამჭერებს სთხოვა, რომ 2021 წლის 2 ოქტომბერს, საარჩევნო უბანზე შემოხაზონ სამივე ბიულეტენში ,,41'' ნომერი, რადგან მისი მერად არჩევის შემთხვევაში, საკრებულოში უმრავლესობა სჭირდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები