ახალი ამბები
,,გასაწმენდია არხი, წყალი ჩამოდის სკოლაში'' - შეხვედრა ძლევიჯვარში
სოფელ ძლევიჯვარში დაასრულა წინასაარჩევნო კამპანია, ქარელის სოფლებში, მერობის კანდიდატმა, ზაზა გულიაშვილმა.

ის 2014 წლიდან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელია და ,,ქართული ოცნების'' წარდგენით მესამედ იყრის კენჭს. ადგილობრივებთან შეხვედრა წვიმიან ამინდს დაემთხვა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა, რომ რეაბილიტირებული არხიდან წყალი ბაღებში გადადის და მოსავალი იტბორება.

მერობის კანდიდატმა უპასუხა, რომ რწყვის სეზონის დასრულების შემდეგ, მელიორაციის სამსახური არხის მოწესრიგებას აპირებს.

სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში ნალექის დროს, წვიმა შენობაში ჩადის. კერძოდ, საწვიმარი მილები დაზიანებულია და ის შეცვლას საჭიროებს.

მერობის კანდიდატის განცხადებით, ტენდერებიდან თანხების ეკონომიის შემთხვევაში რამდენიმე სკოლაში ამ პრობლემას მოაგვარებს. 

ძლევიჯვარელები ასევე ამბობენ, რომ ნალექის დროს, ნიაღვარი სახლებში შედის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები