ახალი ამბები
მერეთში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი შვილი პოლიციამ გაიტაცა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატი სოფელ მერეთში ლევან ბიძინაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი დღეს, სოფელ კარბიდან სავარაუდოდ სამართალდამცველებმა გაიტაცეს.

ამის გამო სამხარეო პოლიციის წინ პოლიტიკური პარტიის აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

ლევან ბიძინაშვილის შვილი ავტომანქანით მოძრაობდა, პოლიციამ გააჩერა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურში ადასტურებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციაში იმყოფევა, გამოკითხვის მიზნით. კონკრეტულად, რა საქმეზე, ამის შესახებ პრეს-სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

ლევან ბიძინაშვილმა პატრული გამოიძახა და აცნობა, რომ მისი შვილი გატაცებულია.

გაგრძელება:

მერეთის მაჟორიტარი კანდიდატის შვილი ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე დააკავეს

Print

სტატიის გამოყენების პირობები