ახალი ამბები
მერეთის მაჟორიტარი კანდიდატის შვილი ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე დააკავეს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი -ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული ლუკა ბიძინაშვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ განცხადებას შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებული თბილისში, შელაპარაკებისას, ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლუკა ბიძინაშვილის მამა, ლევან ბიძინაშვილი შვილს 3 საათის განმავლობაში ეძებდა. ის და მისი პარტიის მხარდამჭერები გორში, სამხარეო პოლიციის წინ იყვნენ შეკრებილები.
მერეთის თემის მაჟორიტარი კანდიდატის შვილი, სოფელ კარბში ავტომანქანით მოძრაობდა. ის პოლიციამ გააჩერა და თბილისის სამმართველოში გადაიყვანა. ოჯახს დაკავების შესახებ 3 საათის შემდეგ აცნობეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები