ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 29 სექტემბერი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 929 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 611 269-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.16% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.82%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 914 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 582 805.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 917 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 659 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 147, შიდა ქართლი - 90, გურია - 56, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 155, კახეთი - 286, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 521 საიდანაც:

4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 566, აჭარაში - 405, იმერეთში - 909.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში - 381, აჭარაში - 123, იმერეთში - 307. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პირი, მათგან თბილისში - 165, აჭარაში - 21, იმერეთში - 27.

726 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 - თბილისში, 204 - აჭარაში.

14 517 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 28 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 178 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 590 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები