ახალი ამბები
გორის მერიის ორ მაღალჩინოსანს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის გამო დაჯარიმება ემუქრება
გორის მერიის ორ მაღალჩინოსანს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის გამო დაჯარიმება ემუქრება. ამის შესახებ საჩივრები სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა, თეა თედლიაშვილმა საოლქო კომისიაში შეიტანა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის თქმით, საკითხი უახლოეს სხდომებზე განიხილება. საჩივრის შესახებ მალხაზ მირუაშვილმა ქართლის სტუდიაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი საჩივრის გარდა, ოლქში სხვა საჩივარი არაა შესული.

საჩივრის მიხედვით, გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, დავით ჩიხრაძემ და კულტურის სამსახურის უფროსმა, რამაზ შიოშვილმა სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის კანდიდატის აქტივობები გააზიარეს.

სამართლიანი არჩევნების იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააგიტაციო მასალები გაზიარებულ იქნა სამუშაო საათებში, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სამსახურის უფროსებს 2000-ლარიანი ჯარიმა ემუქრებათ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები