ახალი ამბები
2021 წელს საპატიო მოქალაქის ტიტული ხუთ გორელს მიენიჭა
საპატიო მოქალაქის ტიტული ხუთ გორელს მიენიჭა.

ერმინე მაღრაძე - ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგი და ოსტატი, რომელმაც შუა საუკუნეების ტექნოლოგიების საფუძვლიან და მეცნიერულ კვლევას ოცდაათ წელზე მეტი შეალია. ერმილე მაღრაძემ განვითარებული შუა საუკუნეების სახელოსნოს სრული პანორამა აღადგინა და მიღებული იარაღებითა და ხელსაწყოებით, არქაული მინის ხარშვისა და ლითონის დამუშავების ხერხების გამოყენებით, ქართული ტიხროვანი მინანქრის ერთ-ერთი მედალიონის ასლი დაამზადა. ოსტატი წლებია თავის გამოცდილებას გორელ ახალგაზრდებს უზიარებს.

ნანა კავლელიშვილი - ყველასთვის საყვარელ ექიმი, დამსახურებულ პედიატრი და სერტიფიცირებული მედიკოსი.

ანზორ თენაძე - დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაში, არაერთი ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის აღმზრდელი.

მარინა გიუნაშვილი - კოვიდპანდემიის პირობებში, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, 24 საათიის განმავლობაში უზრუნველყოფდა და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ვირუსთან დაკავშირებული სამდიცინო სერვისების მიწოდებას.

ოთო გვრიტიშვილი - არაერთი საინტერესო პროექტის ავტორი, სამოქალაქო აქტივისტი, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, გორელ ფოტოგრაფთა კლუბის დამფუძნებელი, გორის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ხმის რეჟისორი, ფინანსისტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები