ახალი ამბები
პლაჟის ფრენბურთში გორის გუნდმა ,,ოქროს ბურთი 2021'' მოიპოვა
გორელ ფრენბურთელ ვაჟა გუნდმა, აჭარის ღია ჩემპიონატზე პლაჟის ფრენბურთში ,,ოქროს ბურთი 2021" მოიპოვა.

ინფორმაციას გორის მერიის სპორტის სააგენტო ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, ღია ჩემპიონატი 26-29 სექტემბერს გაიმართა.

ფრენბურთის გუნდი ,,გორი'' შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზეა დაკომპლექტებული. მას გამოცდილი მწვრთნელი თინა ფსუტური ხელმძღვანელობს.

,,გორი", ბათუმში გამართულ ღია ჩემპიონატზე 8 გუნდთან ერთად ჩაება და შეჯიბრება დაუმარცხებლად დაასრულა.

გორის გუნდმა, გიორგი ჯანელიძის და ნიკა მჭედლიძის შემადგენლობით ჯერ ბათუმის მესამე და მეორე გუნდები დაამარცხა, შემდეგ სძლია თბილისი 2-ს, ნახევარფინალში ცაგერს, ხოლო ფინალში სტუ-ს.

აღსანიშნავია, რომ სტუ ამ შეჯიბრების გამარჯვებული გახლდათ გასულ წელს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები