ახალი ამბები
აქტივობა გორში იმაზე მაღალია, ვიდრე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, 12:00 საათისთვის ხმა 16 386 -მა მოქალაქემ მისცა. რაც საერთო რაოდენობის 16%-ია. გორის 32-ე ოლქში სულ რეგისტრირებულია 112 631 ამომრჩეველი.

10:00 საათისთვის კი გორის ოლქში ამომრჩევლეთა აქტივობა 7% იყო - უბნებზე მივიდა 7991 ამომრჩეველი.

რაც შეეხება გასულ არჩევნებს, მაგალითად:

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე: (110174 ამომრჩეველი)

10:00 საათზე მისული იყო 6197, რაც საერთო რაოდენობის 5.6%

12:00 საათზე მისული იყო 14404, რაც საერთო ამომრჩევლის 13.1%

2020 წელს (საპარლამენტო არჩევნებზე) 12 საათის მონაცემებით, გორის უბნებზე 18 134 ამომრჩეველი იყო მოსული - 18,1 %

2012 წლის ანალოგიურ პერიოდში, მხოლოდ დილის 10 საათზე, გორში მივიდა 12 462 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის  11.1%

ხოლო 12 საათზე ამომრჩეველთა აქტიურობა იყო 27%, რადგან უბნებზე მისული იყო 30 299. 2012 წელს გორის უბნებზე რეგისტირებული იყო 112 291 ამომრჩეველი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები