ახალი ამბები
ხაშურის სოფელ წაღვლში რეგისტრატორმა ელისო გაჩეჩილაძემ ამომრჩეველს ზედმეტი ბიულეტენი გადასცა - ISFED
წაღვლში რეგისტრატორმა ელისო გაჩეჩილაძემ ამომრჩეველს ზედმეტი ბიულეტენი გადასცა.

ფაქტი სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა, მარიამ კილაძემ გააპროტესტა. იგი ითხოვს რეგისტრატორის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. 

მარიამ კილაძის ცნობით, ამომრჩეველი სპეციალურ სიაში იმყოფებოდა და მას მხოლოდ ორი ბიულეტენის გამოყენება შეეძლო.

რეგისტრატორმა კი 3 ბიულეტენი გადასცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები