ახალი ამბები
სკრაში დამკვირვებელი ითხოვდა, რომ საარჩევნო უბნიდან გუბერნატორის მოადგილის შვილი გაეყვანათ
სკრის საარჩევნო უბანზე გუბერნატორის მოადგილის შვილმა ტერიტორია ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ დატოვა.

თემურ ხუბულურის ვაჟი, დამკვირვებლების თქმით, ყველა მიმსვლელს აკონტროლებდა და სასურველი კანდიდატურის შემოხაზვისკენ მოუწოდება.

დამკვირვებლებმა ისიც გვაცნობეს, თუ რა მანქანით იმყოფებოდა გუბერნატორის მოადგილის, ამავე დროს, მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის შვილი. ის სწორედ მაშინ დავაფიქსირეთ, როდესაც ტერიტორიას ტოვებდა.

პარალელურად, საარჩევნო უბანთან (50 მ-ის სიახლოვეს) შეკრებილმა ჯგუფმა დაშლა დაიწყო.

,,წავედით, წავედით'' - იყო შეძახილები. ამ ჯგუფს მშვიდად ესაუბრებოდა პოლიცია. ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, პოლიციელებიც მანქანაში ჩასხდნენ.

როგორც სკრის უბნიდან გვაცნობეს, უბანთან შეკრებილი ადამიანები ცდილობდნენ იმ ადამიანების შეურაცხყოფას, რომლებიც, მათი ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები არიან.

ჩვენ გავესაუბრეთ პოლიციელებს, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ სადამდე ვრცელდებოდა 100 მ-იანი დისტანცია. ასევე, არ იცოდა, სამოქმედო სივრცის შესახებ, მმართველი პარტიის მხარდამჭერი ორგანიზაციის დამკვირვებელმა ზაზა ტერმაკოზაშვილმა. 

სკრის საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ოქროშიაშვილმა განაცხადა, რომ მას გუბერნატორის მოადგილის შვილი თვალით არ უნახავს, თუმცა წამოსცდა, რომ იყო პიროვნება, რომელიც უბანს არ ტოვებდა. თუ ვინ იყო ეს პიროვნება, არ დაასახალა.

ფოტოზე: გუბერნატორის მოადგილის შვილის მანქანა უბნის დატოვებისას
Print

სტატიის გამოყენების პირობები