ახალი ამბები
ქარელში მეორე ტური გაიმართება
ქარელში მეორე ტური გაიმართება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა ზაზა გულიაშვილმა ხმების 45% დააგროვა.

პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50%-ზე მეტი ჭირდებოდა. 

ქარელის ოლქში, სადაც 37675 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა 19504 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 51.77%-ია.

ამ ეტაპზე 40 უბნიდან დათვლილია 35 უბანი. მერობის კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი ხმა გადანაწილდა ,,ქართული ოცნებისა'' და ,,ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენელს შორის. 

კერძოდ, 

ზაზა გულიაშვილი - 45.77% (7238 ხმა) - ქართული ოცნება
ნუგზარ ახალკაცი - 33.59% (5313 ხმა) - ნაციონალური მოძრაობა

დანარჩენი კანდიდატების მონაცემები ასეთია:

გენადი ჩუტკერაშვილი - 11.48% (ლელო საქართველო) 1815 ხმა
ვახტანგ გოგიჩაშვილი - 7.72% (გახარია - საქართველოსთვის) 1221

შეგახსენებთ, 2021 წლის 2 ოქტობერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები