ახალი ამბები
ერგნეთთან დაკავებული 4 მამაკაცი ლიახვის ხეობიდან დევნილები არიან
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მამაკაცები ლიახვის ხეობიდან დევნილები არიან.

ისინი ერგნეთის სიახლოვეს დააკავეს.

დაკავებულები არიან: დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ძარწემიდან დევნილი გოგა მეტრეველი, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ხეითიდან დევნილი, 33 წლის რომან გოჩაშვილი, ამავე ხობის სოფელ ხეითიდან დევნილი 29 წლის სემა ფეხშველაშვილი და პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ქსუისიდან დევნილი - გიორგი ჯავახიშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ერთი-ერთი მათგანი მალე გათავისუფლდება.

პრეს-სამსახურის განმარტებით, უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა "ცხელი ხაზის" გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

,,უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით. ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები