ახალი ამბები
გორის მერიამ საახალწლო მორთულობებისთვის ტენდერი გამოაცხადა
96 ათასი ლარი დაიხარჯება საახალწლო მორთულობებისთვის, რომლის შესახებ გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

22 სექტემბერს ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დასადებად კომპანია ,,ჯეოლათი'' მიიწვიეს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, კომპანია გორისთვის 1500 სტრინგ-განათებას, ლითონის ღეროზე დაკიდულ სხვადასხვა ზომის მანათობელ ბურთულას შეიძენს.

ამისთვის დასჭირდებათ 5 კმ სიგრძის ახალი ბაგირი და 5 კმ სიგრძის ალუმინის ახალი სადენი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები