ახალი ამბები
უფლისციხესთან მდინარემ უცხოელი ტურისტის ცხედარი გამორიყა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, 30 წლის მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარმა გამორიყა. გარდაცვლილი ტომას კენედია,

არსებული ინფორმაციით მან საქართველოს საზღვარი 2021 წლის 30 აგვისტოს გადმოკვეთა, ის მუსიკალური კოლეჯის სტუდენტია.

ცხედარი გორის პროზექტურაში გადასვენეს, პირველადი ინფორმაციით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, გამოძიება შსს-მ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიახმობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები