ახალი ამბები
შავშვების სიახლოვეს ავარიისას 2 ბიჭი დაიღუპა
ავარია მოხდა ავტობანზე. ქორწილის ესკორტის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა, 18 წლის მამაკაცი. დაშავდა 3 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

,,გორმედის'' წარმომადგენლის ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.. დანარჩენ ორს მკურნალობა უტარდება.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები