ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 19 ოქტომბერი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 739 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 082 პირი.

გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 1 151, ქვემო ქართლი - 353, შიდა ქართლი - 389, გურია - 140, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 412, კახეთი - 912, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 60.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 043 საიდანაც:

5 570 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 927, აჭარაში - 519, იმერეთში - 1 303.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 257 პირი, მათ შორის, თბილისში - 415, აჭარაში - 105, იმერეთში - 438. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 270 პირი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 25, იმერეთში - 28.

1 020 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 538 - თბილისში, 283 - აჭარაში.

37 453 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 0.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 670 552-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 616 937.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 546 პირი ემსხვერპლა.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 18 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 259 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 935 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები