ახალი ამბები
,,შეუპოვარი'' - ნუგზარ სხირელის შესახებ წიგნი გამოიცა
20 ოქტომბერს, გორში, ნუგზარ სხიერელისადმი მიძღვნილი წიგნის ,,შეუპოვარი" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორია სპორტული ჟურნალისტი ვასილ ბალახაძე.

ეს მისთვის მეხუთე წიგნია სპორტულ თემაზე. აქამდე მისი ავტორობით გამოიცა ლადო ხინჩეგაშვილი (2016), ავთანდილ შოშიაშვილი (2018), გორის დარბაზებიდან ოლიმპიურ თამაშებზე (2019), ქართული ძიუდოს პაპა - გურამ პაპიტაშვილი (2020) და აი ახლა შეუპოვარი (2021)

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართული სპორტის მოღვაწენი, ნუგზარ სხირელის აღზრდილი სპორტსმენები, მწვრთნელები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელები, გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.

წიგნი გამოიცა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა 2021 წლის იანვარში. ის იყო ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მწვრთნელი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი. გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ფუძემდებელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები