ახალი ამბები
ქარელში მეორე ტურში შედარებით დაბალი აქტივობაა
ქარელში მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური იმართება. გამარჯვებული გამოვლინდება ,,ქართული ოცნებისა'' და ,,ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატებს შორის.

,,ქართული ოცნებიდან'' კენჭს მოქმედი მერი ზაზა გულიაშვილი იყრის, ხოლო ნაციონალური მოძრაობიდან - ნიკოლოზ ახალკაცი (საკრებულოს მოქმედი წევრი)

რაც შეეხება აქტივობას, 2021 წლის 30 ოქტომბრის მეორე ტურში რეგისტრირებულია 37 639 ამომრჩეველი. აქედან:

10:00 სთზე მივიდა 2365 (6.3%)

12 საათზე მივიდა 5992 (15.9%)

რაც შეეხება 1-ელ ტურს, აქ პირველ ტურში შედეგები ასეთი იყო:

37 372 ამომრჩევლიდან უბნებზე 8 767 მოქალაქე მივიდა. საერთო ამომრჩევლის 23.5%

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები