ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 8 ნოემბერი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 191 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 348 პირი, კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 355 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 38, იმერეთში - 30.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 146, შიდა ქართლი - 81, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი - 162, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 382 საიდანაც: 6 916 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 677, აჭარაში - 587, იმერეთში - 1 475. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 678 პირი, მათ შორის, თბილისში - 638, აჭარაში - 129, იმერეთში - 512.

43 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 755 046-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 693 129.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 509 პირი ემსხვერპლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები