ახალი ამბები
მოქალაქეები გორის ჰოსპიტალში არ შეუშვეს
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოქალაქეებს, რომლებსაც ექიმთან გეგმიური ვიზიტი ჰქონდათ, აღარ უშვებენ.

უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მათ ეუბნებიან, რომ ჰოსპიტალში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

"მითხრეს, რომ 12 საათამდე ვმუშაობთო, ჩაწერილი ვიყავი და ეხლა აღარ მიშვებენ. დაცვა მეუბნება ხვალ მოდი და მიგიღებენო, არ ვიცი რა ხდება", - ამბობს მოქალაქე.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები