ახალი ამბები
ქარელის სოფელ ახალსოფელში კორონავირუსით ინფიცირებული 90 წლის ქალისთვის საავადმყოფოებში ადგილი არ აღმოჩნდა
კორონავირუსით ინფიცირებული 90 წლის ქალისთვის საავადმყოფოებში ადგილი არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ქარელის სოფელ ახალსოფლიდან გვაცნობეს.

ახლობლების თქმით, ქალს სუნთქვის აპარატი ჭირდება, თუმცა სახლის პირობებში ამის საშუალება არა აქვთ:

,,მოხუცი ქალია, თინა ჰქვია. დღეს არ მიგვიღეს არც ქარელში, არც გორში, არც ხაშურში. არ არის ადგილებიო. იძულებული გავხვდით, რომ ისევ სოფელში წამოგვეყვანა. 90 წლის ქალია. კორონავირუსი დაუდასტურდა. სუნთქვის აპარატი სჭირდება'' - გვაცნობეს ახლობლებმა ქარელის სოფელ ახალსოფლიდან.

გორმედში ადასტურებენ, რომ მათ კლინიკებში (გორში, ქარელსა და ხაშურში საწოლფონდი 8 ნოემბრის დილიდან აღარ იყო. 

,,კლინიკის ინფორმაციით, ,,გორმედის" ქსელის ყველა კოვიდკლინიკაში საწოლფონდი სრულად ათვისებულია და სტაციონარული პაციენტების მიღება ხდება მხოლოდ გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერის ხარჯზე.'' - აცხადებენ გორმედში.

რაც შეეხება სხვა კლინიკებს, მათი პოზიცია უცნობია.

90 წლის ქალის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განახლდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები