ახალი ამბები
გორის იზოლატორში მოთავსებულ აქტივისტებს სასამართლო პროცესი გადაუვადეს
გორის იზოლატორში მოთავსებული აქტივისტების სასამართლო პროცესი ერთი დღით გადაიდო.

შესაბამისად, წინასწარი მოთავსების იზოლატორში მათი ყოფნა გახანგრძლივდა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულები არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები: ბესო გაზდელიანი, ირაკლი კვარაცხელია და დავით ტყებუჩავა.

ისინი დედაქალაქში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.

გორში მყოფ დაკავებულებს იცავს ადვოკატი ლიკა ტურაშვილი. მისი თქმით, იზოლატორში მათი დაყოვნება საპროტესტო მოძრაობებში მათი მონაწილეობის შეზღუდვას ემსახურება.

ნაციონალური მოძრაობის წევრები და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ. გუშინ სულ 46 ადამიანი დააკავეს. მათგან 6 ადამიანი გორსა და ხაშურის იზოლატორებში გადაიყვანეს.

აქტივისტები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები