ახალი ამბები
გორის ბაღებში ბავშვებს არაბულ საწოლებს დაახვედრებენ - ფარსი თუ სინამდვილე
გორის საბავშვო ბაღების სააგენტო სკანდალში ეხვევა. მის მიერ გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიას სიცრუესა და თაღლითობაში ადანაშაულებენ.

საუბარია ,,ავეჯილუქსის'' მიერ უახლოეს ხანებში შეთავაზებულ საწოლებზე, სკამებზე, მაგიდებზე და კარადებზე,

საკითხი კომპანია ,,ნივე ჯგუფმა'' შეისწავლა, ,,ავეჯილუქსი'' სიცრუეში დაადანაშაულა, ხოლო საჩივარი შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა.

,,მიგვაჩნია რომ პრეტენდენტი იმსახურებს დისკვალიფიკაციას, რადგან მაგალითად, ავეჯის მწარმოებლის ქვეყნად არასწორი ინფორმაცია მიუთითა: "ნად ფურნიტურე" ინტერნეტრესურსებით ძებნისას მხოლოდ იძებნება როგორც რეგისტრირებული არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და არა ჩინეთში.' - აღნიშნავს საჩივრის ავტორი. როგორც ,,ავეჯილუქსი'' ირწმუნება, ავეჯს ჩინური კომპანია ,,ნადფურნიტურესგან'' შეიძენს.

საჩივრის მიხედვით იკვეთება ის გარემოება, რომ მიმწოდებელ კომპანიას ,,ნად ფურნიტურე'' მხოლოდ ფორმალურადაა მითითებული.

საჩივრის ავტორს უკვირს, თუ რატომ არ უთითებს მიმწოდებელი კომპანია სხვადასხვა პროდუქტზე მოდელს. რადგან, თუკი მიმწოდებელი კომპანია იმპორტირებულ საქონელს ჩამოიტანს გორის საბავშვო ბაღებში, მაშინ თითოეულ პროდუქტს აუცილებლად ექნება მოდელი მითითებული.

ჩნდება ეჭვი, რომ საბავშვო ბაღებს მიაწვდიან არა იმპორტირებულ საქონელს, არამედ ისეთ მასალას, რომელსაც ვერ გაარკვევენ, სადაა დამზადებული.

,,და მერე მეორე, აღნიშნული კომპანია საბავშვო პლასტმასის სკამებს არ აწარმოებს!!! მათ ვებგვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება'' - აღნიშნულია საჩივარში.

,,ავეჯილუქსისა" და გორის საბავშვო ბაღების სააგენტოს პასუხი შესყიდვების ვებ-გვერდზე ჯერ ატვირთული არაა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები