ახალი ამბები
ხოვლეში პურის გამყიდველებმა მიკროავტობუსის მძღოლს ფასის გაძვირების გამო შეურაცხყოფა მიაყენეს
კასპის მუნიციპალიტეტის ხოვლეში პურის გამყიდველებმა მიკროავტობუსის მძღოლს ფასის გაძვირების გამო შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ადგილობრივი მკვიდრი იტყობინება, მძღოლმა ძალიან ინერვიულა და თბილისამდე მგზავრობის დროს ცუდად გახდა. შესაძლოა, ავარია მოეხდინა.

,,იფქლის'' თანამშრომლებსა და მიკროავტობუსის მძღოლს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იმან გამოიწვია, რომ მგზავრობა ხოვლიდან თბილისამდე 4 ლარი გახდა. ერთ დღეში ჯრ 3 ლარი და 50 თეთრი, საღამოს კი, - 4 ლარი გახდა.

სოფელ ხოვლის ჯგუფში, ფეისბუქზე, ამ ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ნაწილი იფქლის თანამშრომლებს პურის ფასის გაძვირებას საყვედურობენ, რადგან კომპანია ,,იფქლის'' 400 გრამიანი პური 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა.

იფქლის ქალბატონებს მინდა ვკითხო: 400 გრამიანი პური 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდა. შედით უფროსთან და იყვირეთ. როგორც მარშუტკაში ყვიროდით. ლამის კაცი მოკალით. შეიძლებოდა, რომ გზაში რაღაცა მოეხდინა ნერვიულობის ნიადაგზე. შედით იფქლის დირექტორთან და იყვირეთ, რატო გააძვირეთ პურითქო. იქ ხელფასებს იღებთ და იმიტომ არა? ან ხმა ამოიღეთ უბრალოდ კინწის კვრით რო გამოგისვრიან. ხო და დაწყნარდით და დააფასეთ ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ყველასა გვაქვს ნერვები'' - მიმართავს ხოვლელი მამაკაცი ჯიმშერ ხუციშვილი.

მოსახლების ნაწილი ამბობს, რომ მგზავრობა ასე არ უნდა გაძვირებულიყო, ხოლო ნაწილი თვლის, რომ ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან საწვავი გაძვირდა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ მეზობელ სოფლის, ქვემო გომის მიკროავტობუსით მგზავრობაც 4 ლარი გახდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები