ახალი ამბები
ენმ-ს წევრმა გოგა ონიანმა ,,გორმედი" დატოვა
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გოგა ონიანმა "გორმედი" დატოვა.

ის 2 დღის წინ, კლინიკაში გულის შეტევით მას შემდეგ შეიყვანეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

იმის გამო, რომ თბილისის იზოლატორებში ადგილები აღარ არის, ონიანი პოლიციამ გორში გადმოიყვანა, ის იზოლატორში შეყვანისთანავე შეუძლოდ გახდა.

ონიანი ამბობს, რომ მას ბავშვიბიდან გულის პრობლემა აქვს და განიცადა ის უსამართლო გადაწყვეტილება რაც მოსამართლემ მიიღო, სწორედ ეს გახდა მისი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი.

"ჩემი დაკავება, პალატაში მოხვედრა მეასე ხარისხოვანია, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის ციხეში. გარდა ამისა ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავალი ხელთ გვეცლება. მოსამართლემ გამოიტანა უსამართლო გადაწყვეტილება. მე პროცესზე ვითხოვე ამოეღოთ სათვალთვალო კამერები, რაც უტყუარი მტკიცებულება იყო იმის, რომ ჩემი დაკავება უკანონოდ მოხდა. თუმცა, მოსამართლემ ამის საჭიროება ვერ დაინახა. ასევე მძიმე მოსასმენი იყო მოწმის ჩვენება, რომელიც პოლიციელია და ამტკიცებდა თითქოს მე მათ შეურაცხყოფა მივაყენე და არ დავემორჩილე. მე სუსის შენობასთან დამაკავეს, სადაც უამრავი კამერაა. ამით ვერ დამაშინებენ და ბრძოლას გავაგრძელებ. დღევანდელ აქციასაც შევუერთდები თუ მოვასწრებ თბილისში ჩასვლას",-განაცხადა ონიანმა.

პოლიტიკოსი პოლიციამ გასული კვირის ოთხშაბათს, სუსის შენიბასთან გამართული აქციის დროს დააკავა, ის თავდაპირველად ხაშურის იზოლატორში გადაიყვანეს სადაც 48 საათი გაატარა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები