ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა
მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა. ამის შესახებ განცხადება მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დაზუსტებით, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ. კონკრეტულ დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ ასახელებს.

ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად გლდანის მე-18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები