ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე გადაიყვანეს.

ესკორტი ქალაქში შუაღამეს, დაახლოებით 12 საათზე შემოვიდა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად სპეციალური პალატა მზადაა.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და აღნიშნა, რომ იქ შეწყვეტდა შიმშილობას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები