ახალი ამბები
შიდა ქართლში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 225 აცრა ჩატარდა
შიდა ქართლში ბოლო 24 საათში 225 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გუშინ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძაში თავდაცვის სამინისტროს მობილური ბრიგადა გავიდა. 60 წელს გადაცილებული პირები სინოფარმისა და სინოვაკის COVID-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს.

,,ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ 60 წელს გადაცილებული პირები, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინირებულ პირთა რაოდენობის გაზრდისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინაციის წახალისებისთვის სხვადასხვა სახის კამპანია აწარმოოს, მათ შორის, 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს, პირველადი აცრის შემთხვევაში, მთავრობა ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება. იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო. რწმუნებულის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის მარათობის ფარგლებში განხორციელებულმა კამპანიებმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაზარდა აცრის მსურველთა რაოდენობა. ,,შიდა ქართლში გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. რეგიონში ათზე მეტი ამცრელი პუნქტი გვაქვს. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 60 წელს გადაცილებული პირები პირველადი აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ" - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა სიმონ გულედანმა
Print

სტატიის გამოყენების პირობები