ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მოსანახულებლად ,,ემპათიის" ექიმები ჩამოვიდნენ
ცენტრ ,,ემპათიის" სამედიცინო ჯგუფი ამ წუთებში გორის ჰოსპიტალში მივიდა.

ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი და კიდევ რამდენიმე ექიმი პატიმარ მიხეილ სააკაშვილს მოინახულებენ.

,,ემპათიის" კონსილიუმში ხვადასხვა პროფილის ექიმები შედიან, ძირითადად, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები.

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში 19 ნოემბერს გადაიყვანეს. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ გუშინ განაცხადა, აუცილებელია სააკაშვილთან ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მუშაობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები