ახალი ამბები
გორის ჯანდაცვის ცენტრის შენობასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს
გორის ჯანდაცვის ცენტრის შენობასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც ტესტირების ჩასატერებლად იყო მისული, თავი შეუძლოთ იგრძნო.

სამედიცნო დაწესებულის წარმომადგენლებმა მას დროული დახმარება აღმოუჩინეს.

გორის ჯანდაცვის ცენტრში მოქალაქეთა მიღება კორონავირუსის ტესტირებასთან დაკავშირებით 22 ნოემბრიდან განახლდა. მანამდე, 1 ნოემბრიდან ამ მომსახურებას ცენტრის წარმომადგენლები აღარ ეწეოდნენ.

ამავე დროს, ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს კორონავირუსი ჰქონდათ. ამის გამო, მოქალაქეები ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ორ სხვადასხვა ლაბორატორიაში მიდიოდნენ.

გაზრდილი მომართვიანობის გამო, 22 ნოემბრიდან გორის ჯანდაცვის ცენტრმა მუშაობა განაახლა. მოქალაქეთა მიღება 10 საათიდან იწყება და 13 საათამდე გრძელდება.ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსის 85 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კი კოვიდით დაავადებული 47 პაციენტი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 20 068 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 1 954 შემთხვევა. 4 477-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები