ახალი ამბები
ზეღდულეთში მოსახლეობა ისევ შეიკრიბა - ათდღიანი ულტიმატუმის შემდეგ
გრძელდება აქციები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში. ათი დღე გავიდა მას შემდეგ, როდესაც გადაწყდა, რომ მიწის მფლობელებსა და მოსახლეობას შორის, მოლაპარაკება გაიმართებოდა.

ამ მოლაპარაკებაში მედიატორის როლი გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ერგო, თუმცა როგორც მოსახლეობა აცხადებს, მას შემდეგ ვითარება არ შეცვლილა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მოსაზრებით, შესაძლებელი იქნებოდა მოსახლეობას მიწები გამოესყიდა. 

მოსახლეობა აცხადებს, რომ გარდა ე.წ ინვესტორებისა, მიწის ნაკვეთებს დაესაკუთრა სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ბერიანიძე.

ზეღდულეთში სადავო მიწის ნაკვეთები გაიყიდა 2009 წელს. მას შემდეგ კერძო პირმა ჯერ უცხოურ კომპანიას, შემდეგ კი 2021 წელს ამ უცხოურმა კომპანიამ სხვადასხვა კერძო პირს მიყიდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები