ახალი ამბები
კასპში ტრენაჟორები დაამტვრიეს
კასპში ტრენაჟორები დაამტვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, დაზიანებული ის გარეტრენაჟორები, რომელიც მერიამ სულ ცოტა ხნის წინ დაამონტაჟა:

,,კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წელს 10 კომპლექტი გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები მოაწყო, მათ შორის 5 ქალაქის ტერიტორიაზე. სწორედ ქალაქის ტერიტორიაზე, ე.წ. "ჩინოაანთ ხევში" მდებარე ტრენაჟორები სულმდაბალმა ადამიანებმა საშინლად დააზიანეს და მოსახლებას მისით სარგებლობის საშუალება შეუზღუდეს.'' - წერს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი დალი კორკომაშვილი.

თვითმმართველი ერთეულის ქონების დაზიანების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები