ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გელა გოჭოშვილი გაათავისუფლა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გელა გოჭოშვილი გაათავისუფლა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

გოჭოშვილი დღეს დილით ერგნეთში შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს. ის შიდა ქართლის პოლიციაში დაკითხვაზე წაიყვანეს.

გელა გოჭოშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეს თემში გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხოვრობს. აქ ძირითადად ეთნიკური ოსები ცხოვრობენ, რომლებსაც გამყოფი ხაზის მეორე მხარეს ბევრი ნათესავი ყავთ.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა გელა გოჭოშვილი გამყოფ ხაზთან 2021 წლის 14 აგვისტოს დააკავეს. თავდაპირველად. მას ედავებოდნენ სხვადასხვა პროდუქტების კონტრაბანდული გზით გადატანას, თუმცა საბოლოოდ მუხლი შეცვალეს და ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დასდეს ბრალი.

მისთვის მისჯილი 1-წლიანი პატიმრობა 4 თვემდე შეამცირეს.

გოჭოშვილმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის მიმართ ცხინვალის იზოლატორში დამამცირებელი მოპყრობა არ ყოფილა. გახარებულია იმით, რომ მისი სიმართლე დამტკიცა და არანაირ კონტრაბანდული საქმიანობა არ დაუმტკიცდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები