ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური ჩემპიონატი ჭადრაკში
2021 წლის 17 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური ჩემპიონატი ჭადრაკში.

ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი, ჯემიკო მაზმიშვილი, რომელიც ფინალში დაუპირისპირდა განათლების, ზუსტ და საბუნებისმტეყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს, გიორგი ელიაურს.

ჩემპიონატის ფინალისტები გაემგზავრებიან ზამთრის სტუდენტურ ბანაკში, ბაკურიანში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები