ახალი ამბები
ქვეშის სკოლა 2021 წლის 10 საუკეთესო სკოლებს შორის დასახელდა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებისთვის საუკეთესო სკოლად დასახელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სასკოლო პროექტები სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. მათ შორის, ხელოვნების, სამოქალაქო განათლების, შთEM-ის, წიგნიერების, მეწარმეობის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის მიმართულებებს.

ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამაში მთის სტატუსის მქონე 25 საჯარო სკოლა იყო ჩართული. აქედან საუკეთესო პროექტის ავტორად ქვეშის საჯარო სკოლის გარდა შემდეგი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დასახელდა:

1. სსიპ - თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლა (პროექტი – წყალი სიცოცხლის საწყისი)

2. სსიპ - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა (პროექტი – თექის ტრადიციული დამუშავება)

3. სსიპ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა (პროექტი –ჩემი თემი ტურისტულ რუკაზე)

4. სსიპ - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის №2 საჯარო სკოლა (პროექტი – შეიცანი რობოტების სამყარო)

5. სსიპ - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლა (პროექტი – ვაშლის ბაღი ჩვენი საგანძური)

6. სსიპ - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლა (პროექტი – ხელოვნება იცავს ბუნებას)

7. სსიპ - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის საჯარო სკოლა (პროექტი –ჩემი პირველი რობოტი)

8. სსიპ - ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის №2 საჯარო სკოლა (პროექტი –დემოკრატიული სკოლა)

9. სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლა (პროექტი – ციფრული წიგნიერება თანამედროვეობის გამოწვევა)

10. სსიპ - ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა (პროექტი – წარმატების ფორმულა)

ქვეშის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია 2020 წელს აშშ-ს მთავრობის დახმარებით ჩაუტარდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები