ახალი ამბები
სამთავისში კულტურის სახლი გორის ეპარქიამ დაირეგისტრირა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში კულტურის სახლი ახლა სასულიერო პირებისაა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შენობა 2013 წელს გორის ეპარქიამ დაირეგისტრირა, თანაც საარქივო ცნობის საფუძველზე.

2021 წლიდან კი შენობა გორის ეპარქიამ საპატრიარქოს გადასცა. შენობა კი კასპის ეპარქიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიული ძეგლის, სამთავისის ტაძრის გვერდით მდებარეობს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ყოფილ კულტურის სახლში ღვინის მარნის გაკეთება იგეგმება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები