ახალი ამბები
სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის დასრულდა - შემაჯამებელი აქცია თსუ-ში გაიმართა
სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა.

თსუ-ს სტუდენტებმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების გამოწვევა მიიღეს, კამპანიას შეუერთდნენ და უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს.



სტუდენტებმა, აქციის ფარგლებში, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, ბრენდირებული ხალათებითა და პირბადეებით, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს, ფოტო და ვიდეომიმართვები, ასევე შთაბეჭდილების ბანერზე დატოვებული სამოტივაციო მესიჯები, ინტერნეტსივრცეში კამპანიის სლოგანით – #ავიცრათმანეთისთვის გაავრცელეს.



თსუ-ს სტუდენტებმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდეს და კამპანია დაასრულეს.



ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, 26 ნოემბერს, ვაკის პარკში, დაიწყო. ინიციატივის შესახებ ონლაინმიმართვა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ვადაჭკორიამ გაავრცელა.



აღნიშნული პროექტი კომპანია „ქოლგას“ მხარდაჭერით ხორციელდება.

„კამპანია – #ავიცრათერთმანეთისთვის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით წამოვიწყეთ. ვფიქრობთ, იმუნიზაციის პროცესში ახალგაზრდა თაობის, კერძოდ კი, სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

სტუდენტური აქციის ორგანიზატორების განცხადებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაწყებულ კამპანიას ათობით უნივერსიტეტი შეუერთდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები