ახალი ამბები
რეგიონის მასშტაბით შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოში ყველაზე მეტი ძაღლი ხაშურიდან ჩაიყვანეს
გორში მდებარე შიდა ქართლის ძაღლთა თავშესაფარში დაარსების დღიდან ყველაზე მეტი ძაღლი ხაშურიდან მიიყვანეს. შემდეგ მოდის ქარელი და კასპი.

მიუსაფარ ცხოველთა ე.წ. თავშესაფარი შიდა ქართლში 2021 წლის 1ელ აგვისტოდან ამოქმედდა.

2021 წლის 1-ელ აგვისტომდე მიუსაფარი ცხოველების სააგენტოს სამოქმედო არეალი მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.

სააგენტოს მონაცემებით, 16 დეკემბრამდე სააგენტოში სულ შეყვანილია 371 ძაღლი.

ხაშური - 80; ქარელი - 44; კასპი - 37;

კვლავ საკმაოდ დიდია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მიყვანილ ძაღლთა რაოდენობა. სააგენტოში გორის ტერიტორიიდან - 208 ძაღლი მიიყვანეს. ძაღლების ნაწილი ბუნებრივ გარემოს დაუბრუნდა.

1) სტერილიზაცია გაუკეთდა 234 ძაღლს;
2) კასტრაცია გაუკეთდა 107 ძაღლს;
3) ცოფზე ვაქცინაცია გაუკეთდა 270 ძაღლს;
4) სიკვდილიანობა ლეკვი - 13; ძაღლი 16;

ამჟამად თავშესაფარში იმყოფება 134 ძაღლი და 23 ლეკვი.

სააგენტოს ძირითად მოვალეობაში შედის: მიუსაფარი ძაღლების და კატების სტერილიზაცია-კასტრაცია ასევე ავადმყოფი და ნაავარიები ძაღლის და კატის მკურნალობა სააგენტოში შემოყვანილი ყველა ცხოველი გადის შესაბამის სამედიცინო შემოწმებას მუშავდებიან პარაზიტებზე უკეთდებათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ ძაღლი კვლავ ბრუნდება ბინადრობის ადგილას.

მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტო მოქალაქეებს 24/7 უწყვეტად ემსახურება.

ცხელი ხაზი ტელ: 595 33 55 08
Print

სტატიის გამოყენების პირობები