ახალი ამბები
უქმეებზე ,,იუსტიციის სახლები'' იმუშავებს
იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, 1-10 იანვრის უქმეებზე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ და მომხმარებელს ჩვეულებრივ, 09:00 დან 18 საათამდე მოემსახურებიან.

ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უქმეების პერიოდში, მომხმარებლისთვის, სრულად იქნება ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა, 450-ზე მეტი სერვისი.

1- დან 10 იანვრის პერიოდში იმუშავებენ, მობილური იუსტიციის სახლის ავტომანქანებიც, რომლებიც საქართველოს 6 რეგიონის სოფლებს ჩვეული გრაფიკითა და პერიოდულობით მიაკითხავენ.

საახალწლო უქმეებთან დაკავშირებით, ფილიალები მხოლოდ 1 და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს დაისვენებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები