მერი: ,,ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რაც მას ისტორიულად ჰქონდა.''
,,ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რაც მას ისტორიულად ჰქონდა.'' -  ამის შესახებ ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა განაცხადა, რომლის ინტერვიუ მუნიციპალიტეტის ბეჭდურ მედიაში, დეკემბრის დღევანდელ, 29 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

ჩიტიაშვილი განმარტავს, თუ რას გულისხმობს ხაშურის ისტორიულ ადგილში:

,,ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რაც მას ისტორიულად ჰქონდა. თუნდაც მისი სამრეწველო, ტურისტული მნიშვნელობა, რომელიც 90-იან წლებში დაკარგა. რთულია, სამრეწველო მიმართულებით განვითარება, რადგან ეს  მუნიციპალიტეტის მოვალეობაში არ შედის, მაგრამ ვეცდებით, ბიზნესს შევუწყოთ ხელი, შევქმნათ მათთვის საინტერესო ბიზნეს სგარემო. მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება, თუნდაც სპორტული ტურიზმის. ხაშური ძალიან სტრატეგიული ქალქია, თავისი ადგილმდებარეობით, სოფლებით, რომლებსაც თავისი ფუნქცია აქვს მუნიციპალიტეტის განვითარებაში. სპორტული ტურიზმის განხორციელება ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო და პერსპექტიული იქნება. ამის განსავითარებლად, ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტული პროექტების განვითარება და სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაა საჭირო. ეს ავტომატურად, კარგ ბიზნესგარემოს შექმნის ინვესტორებისთვის, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები. ძალიან კარგი და გონიერი ახალგაზრდობაა ხაშურში და მჯერა მათი მომავლის.'' - განაცხადა ჩიტიაშვილმა.

ხაშურმა ქალაქის წოდება 1921 წელს მიიღო

როდის მოიხსენიეს პირველად ხაშური?

ვიკიპედიის მიხედვით, პირველი ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც მოხსენიებულია ქალაქი ხაშური, ეკუთვნის 1693 წელს, ესაა სიგელი, რომელიც შედგენილია ზაალ აბაზაძის სახელზე, ეკუთვნის ერეკლე I ნაზარალიხანის (1688-1703 წ.) დედას - დედოფალ ელენეს. სიგელის მიხედვით ვგებულობთ, რომ ელენე დედოფალს ზაალ აბაზაძისათვის განუახლებია ის სიგელები და წყალობა, რომელიც ადრე მიუღიათ მის წინაპრებს სამეფო კარისადმი ერთგული სამსახურისათვის

ქართველი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი შრომაში აღწერა სამეფოსა საქართველოსა, როცა იგი აღწერს სურამის წყალს წერს: "ოსიაურს ზეით, ხაშურს, ერთვის სურამის წყალს ქემერტის წყალი, აღმოსავლიდამ."

ხაშური მოხსენიებულია იოანე ბატონიშვილი ქართლ-კახეთის აღწერაში, რომელშიც იგი აღწერს სურამის წყალს და მის ხეობაზე არსებულ სოფლებს. ხაშური იხსენიება, როგორც მოსახლე სოფელი.

ამავე პერიოდში ხაშურის შესახებ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის კვლავ იოანე ბატონიშვილი თავის ენციკლოპედიურ თხზულებაში "კალმასობა", რომელიც შედგენილია 1813-1828 წწ[9].
Print

სტატიის გამოყენების პირობები