ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლა
ერგნეთში, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც გამყოფ ხაზთან რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევში მცხოვრები ახალგაზრდები ყვებიან, რომ მათ სროლით და ვილისით დაედევნენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იმ ტერიტორიაზე, რომელიც მათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიად მიაჩნდათ.

,,რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ამჟამად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ხსენებული პირების უკანონო დაკავების მომენტიდან, მათი უპირობო გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზი”, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა მექანიზმი. ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.'' - აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები