ახალი ამბები
ხაშურის სოფელ აძვისში სოციალურად დაუცველი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სოციალურად დაუცველი ოჯახი ბინის გარეშე დარჩა.

დაზარალებულია გელა კიპაროიძის ოჯახი, რომელსაც 4 შვილი ჰყავს. მის დასახმარებლად სოციალურ ქსელში მოქალაქეები გაერთიანდნენ, ისინი ცდილობენ როგორც ფინანსურ, ასევე მატერიალურ დახმარებას.

,,გადავწყვითეთ შეუგროვოთ თანხა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახს. ყველას გთხოვთ, რისი საშუალებაც გვაქვს, დავეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ ოჯახს.'' - მიმართავს სოციალურ ქსელით ხაშურელი აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი მოქალაქეებს.

დახმარების მსურველებს  შეუძლიათ გადავიდნენ ლინკზე:
Print

სტატიის გამოყენების პირობები