ახალი ამბები
ხაშურის 2 სოფელში უკანონო სამხერხაოები დალუქეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 უკანონო სახერხი გამოავლინეს.

კერძოდ, სოფელ ცხრამუხაში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ნახეს, ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული 4 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი, ამავე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანის ძარაზე 15 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი იყო განთავსებული.

სოფელ ნარუჯებში კი, არარეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ლენტური და ცირკული ტიპის ხერხი და 2 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იპოვეს.

,,ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.'' -აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები