ახალი ამბები
ყინვების გამო სოფელ სკრაში სასმელი წყლის 1 კმ-იანი მილი დაზიანდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ორი კვირაა სასმელი წყლის დეფიციტია. ძლიერი ყინვების გამო 1 კმ-იანი მილი დაზიანდა.

სოფელ სკრის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა სოფელ ბეთლემში მდებარეობს. როგორც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ილია მუზაშვილი წერილობით იტყობინება, მილი დაზიანდა 20 დეკემბერს.

მისი ინფორმაციით, წყალი არ მიეწოდება არა მარტო მოსახლეობას, არამედ სკოლასა და საბავშვო ბაღს. ამ ეტაპზე ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებაში არდადეგებია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ სასწავლო წლის განახლებას სკოლასა და საბავშვო ბაღში სასმელი წყლის გარეშე შეხვდებიან.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, ,,სასმელი წყლის სამსახურის უფროსმა ბონდო მარუაშვილმა მერიას 3 იანვარს აცნობა, რომ ბაზრის კვლევის შედეგად, საჭირო მილი თბილისში, ვაგზლის მოედანზე ნახეს და უახლოეს დღეებში იყიდიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები